საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა.
გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანომ
რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თადუმაძის კანდიდატურას მხარი 101-მა
დეპუტატმა დაუჭირა, პარლამენტის 2 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა.
შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია. ის
ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანიც იყო.
თადუმაძე კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
წარადგინა.
ამავე თემაზე:
მთავარი პროკურორი გადადგა
მასალის გამოყენების პირობები