უჩვეულოდ ძლიერი ყინვები ევროპაში საგზაო შემთხვევების, აეროპორტებისა
და ბოსფორის სრუტის დახურვის მიზეზი გახდა. “ამერიკის ხმის”
ინფორმაციით,
ყველაზე ცოტა, 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე მიგრანტი და
უსახლკარო, დაიღუპა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მოსკოვში
ტემპერატურა - 30 გრადუსამდე დაეცა, ხოლო სანკტ-პეტერბურგში, –24 -
მდე.
დიდთოვლობამ სტამბოლის აეროპორტის პარალიზება გამოიწვია, ავიაკომპანია
Turkish Airlines - მა ასობით რეისი გააუქმა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესება
მოსალოდნელი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები