"ყირგიზეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ყველაზე ცოტა, 37
ადამიანი დაიღუპა. სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747 დაბა ბიშკეკში
ჩამოვარდა", -
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო
ავრცელებს.
კატასტროფის შედეგად 32 სახლი დაზიანდა. დაღუპულთა ძებნა ამ დრომდე
გრძლდება. ეკიპაჟის ოთხი წევრიდან, სამი დაიღუპა, მეოთხე
შემთხვევის ადგილზე ცოცხალი იპოვეს, თუმცა, მოგვიანებით ისიც
გარდაიცვალა.
კომპანია MyCargo/ACT Airlines-ის კუთვნილი სატრანსპორტო
თვითმფრინავი, რომელიც Turkish Airlines- მა დაიქირავა, მანასის
აეროპორტში
დაშვებისას ჩამოვარდა. მისი ვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
"ბი- ბი- სი - ს" ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰონკონგიდან სტამბულში,
ბიშკეკის გავლით, ახორციელებდა რეისს. მანასის აეროპორტი
სამაშველო
ოპერაციის დასრულებამდე დაიკეტა.
მასალის გამოყენების პირობები