აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ ლაითის" 3 000 დოზა შემოიტანა.
ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეპარატი დღეიდან გადანაწილდება იმუნიზაციის ცენტრებში, პირველ რიგში - რევაქცინაციისთვის.
მოქალაქეებს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოხუმის საქალაქო კლინიკაში, ასევე რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში რუსული ვაქცინებით სულ 6 929 ადამიანი აიცრა.
მასალის გამოყენების პირობები