ახალი ამბები
მაშველები ადრიატიკის ზღვაში საქართველოს ორი მოქალაქის გადარჩენას ცდილობენ
საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციას იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე ავრცელებს. მისი თქმით,ბორანზე საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა,რომელთა შორისაც ერთ-ერთია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი,მამა ილია კარტოზია. "შვიდი ქართველი იყო გემზე, ხუთი ევაკუირებულია და სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ორ ქართველს შორის, რომლის გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა, ერთი მოძღვარია", - აღნიშნა კახა სიხარულიძემ. სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვრის, მამა სერაფიმეს ინფორმაციით კი, მამა ილია კარტოზია იტალიის ქალაქ ბარში მიდიოდა. "ის ბარში მოსალოცად მიდიოდა", - აღნიშნა მამა სერაფიმემ. ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია. მაშველები ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილა ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ტალღები უშლის ხელს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.