გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელს პირისპირ დღეს პირველად შეხვდება.
„ვილაპარაკებთ ალბათ, იმ თემაზე რომელიც ყველაზე პრობლემატურია - ნდობის აღდგენის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან . ამიტომ, ეს არ არის ის შეხვედრა, როცა ჩვენ შეკითხვებს დავსვამთ და პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ. პირიქით, პრეზიდენტი მოითხოვს ალბათ ინფორმაციას, ჩვენს ხედვებს და ჩვენ, აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, მზად ვართ ჩვენი ხედვების შესახებ ვილაპარაკოთ,“ - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულება და ამ დოკუმენტის დღეისთვის დაგეგმილი რატიფიცირება იქნება ვახტან ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა.
მასალის გამოყენების პირობები