ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ მიდის.
კვირიკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა,რომ მთავრობამ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით გუშინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. "განვიხილეთ ჩვენი მომავალი ქმედებები. მთავრობას კომპლექსური გეგმები აქვს, თუ როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი, ტურიზმი, ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კომპლექსურად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა მინისტრმა.ბოლო დღეების განმავლობაში ლარი მკვეთრად გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის შესაძენი ფასი ორ ლარს გადასცდა. ოფიციალური კურსი კი – 1.99-ია.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები