გაერო მარიუპოლში მომხდარ სარაკეტო იერიშებს სამხედრო დანაშაულს უწოდებს, რადგან მის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენდა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
ჯეფრი ფელტმანმა რუსეთს მოუწოდა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას.
რუსეთის ელჩმა გაეროში კი ოფიციალურ კიევს სეპარატისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების გამართვა ურჩია.
მასალის გამოყენების პირობები