ქალაქში, პუშკინის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი 45 წლის ქალბატონი მიყვა, 44 წლის მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა.
ქალაქ ზოლოტომში, ლომონოსოვის ქუჩაზე კი ორსართულიანი სახლის აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მოსახლეობას არც ელექტროენერგია და არც წყალი არ მიეწოდება.
ქალაქ სჩასტიეში კი დაბომბვებს ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები