ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
"მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება", - განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები