დონბასის "ამბოხებულები“ აფხაზეთში მკურნალობის კურსს გადიან.
Apsny.ru - ს ინფორმაციით, „დაჭრილ მეომრებს სამი კვირის განმავლობაში აუცილებელი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ“. „ამბოხებულების“ რეაბილიტაცია აფხაზეთის ავღანელი მეომრების კავშირის ინიციატივით, დე ფაქტო ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება, - წერს გამოცემა.
აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ბრძანებით, „ამბოხებულებს“ სამხედრო თანამეგობრობისთვის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედლები გადაეცათ.
თავის მხრივ, „დონბასის ინვალიდებმა“ აფხაზებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.
მასალის გამოყენების პირობები