17 თებერვლიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს.მისი ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში - თოვლი, ზოგან ძლიერი. ხვალ იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმებს. 18 თებერვალს კი, ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მათ შორის თბილისშიც, მთაში - თოვლი.ნიორაძის თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +5;+10 გრადუსი იქნება, თბილისში _ 0;+4. ამასთან, 18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვა დაფიქსირდება -4;+1 გრადუსი, დღისით +1;+6 გრადუსი იქნება. თბილისში დღისით მოსალოდნელია 0;+4 გრადუსი.19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +9 გრადუსამდე აიწევს. სინოპტიკოსთა პორგნოზით, 22 თებერვლიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და დათბება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები