მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, 45 წლის როლანდ გადელიამ, გადაუხდელი ბანკის ვალების გამო, თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მან თვითმკვლელობით სიცოცხლე საკუთარ სახლში დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით,გარდაცვლილს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. მან 4-ჯერ დაწერა განცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე, თუმცა უარი მიიღო.
მას მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
მარტვილის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იზა ოდიშარია აცხადებს, რომ როლანდ გადელიამ სოც. სამსახურს დახმარების თხოვნით სულ ოთხჯერ მიმართა. მათ შორის,( 2008, 2009 და 2011) წლებში. ბოლოს კი 2013 წელს. თუმცა, მისი სოციალური ქულა ფულად დახმარებას არ ითვალისწინებდა.
მასალის გამოყენების პირობები