აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ ებრძვის არა ისლამს, არამედ ადამიანებს, ვინც ეს რელიგია დაამახინჯა. 18 თებერვალს ბარაკ ობამა გამოვიდა თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართულ სამიტზე: „ჩვენ არ ვებრძვით ისლამს. ვებრძვით ადამიანებს, ვინც დაამახინჯა ისლამი“. ობამას განცხადებით, „არც ერთი რელიგია არ არის პასუხისმგებელი ტერორიზმზე, ძალადობასა და ტერორიზმზე, პასუხისმგებელი არიან ადამიანები“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები არა რელიგიური ლიდერები, არამედ „ტერორისტები“ არიან. „უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობა არ იცავს ისლამსა და მუსულმანებს. ის აზიანებს ისლამსა და მუსულმანებს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები