ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-72-ე კილომეტრზე (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები