საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ხვალიდან , 6 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1078 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0337ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 6 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3657 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3443 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები