სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჯერ ავიაკომპანიიდან ოფიციალური განაცხადი არ შესულა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„თუ არ ვცდები, საუბარი სამ ქალაქზე იყო. ესენია: სამარა, სანკტ-პეტერბურგი და ვლადიკავკაზი. რაც შეეხება განრიგსა და ტარიფებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს იყო მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჩვენსა და კომპანიას შორის, ოფიციალური განაცხადი ჯერ შემოსული არ არის", - აღნიშნავს გურამ ჯალაღონია.
მასალის გამოყენების პირობები