ვიეტნამი, შესაძლოა, ევრაზიული კავშირის შეთანხმებას შეუერთდეს და მასზე ხელმოწერა მიმდინარე წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ამის შესახებ "დოიჩე ველე" ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რომელიც ვიზიტით ვიეტნამში იმყოფება, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და დოკუმენტი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ საბოლოო სტადიაზეა.
ვიეტნამის პრემიერმინისტრის ნგუე ტან ზუნგას განცხადებით, შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, 2015 წლის პირველ ნახევარში მოეწეროს.
მასალის გამოყენების პირობები