მსოფლიო რაგბის კავშირმა დღეს გამოაცხადა, რომ U20 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.
20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართული გუნდიც ასპარეზობს. ჩემპიონატის განმავლობაში თბილისი და ქუთაისი მსოფლიოდან უძლიერეს რაგბისტებს მიიღებს.
მსოფლიო რაგბის კავშირის თავჯდომარემ ბერნარდ ლაპასეტმა საქართველოს დიდი სპორტული მოვლენის მასპინძლობა მიულოცა: "ვულოცავ საქართველოს რაგბის კავშირს, რომ წილად ერგო პრესტიჟი არჩეულიყო 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ინვესტიციის გაწევისთვის."
"არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია." - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
წელს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები