საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება.
"სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს საქართველოს მთავრობის სახელით. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა გლოვის დღედ გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
.
მასალის გამოყენების პირობები