ახალი ამბები
1-ელი ივლისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე ხვალიდან გადადის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათზე ანალოგური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, "საქართველოს ფოსტის" შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. სეტ-ტოპ-ბოქსის შეძენის დროს მომხმარებლმა სასურველია შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება, კერძოდ, აქვს თუ არა მიმღებს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა, აჩვენებს თუ არა ქართულ პროგრამებს, შეუძლია თუ არა ქართული შრიფტის აღქმა და პროგრამების გზამკვლევის ჩვენება, მოჰყვება თუ არა ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია და HDMI, RCA ან SCART კაბელი, აკმაყოფილებს თუ არა სეთ-თოფ ბოქსი უსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს სეთ-თოფ ბოქსის საგარანტიო პირობები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" ცხელ ხაზზე - 1480, ან ეწვიოს შემდეგ ვებგვერდებს - www.digitaltv.ge და www.gncc.ge.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.