ახალი ამბები
გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება "გმ"-ს მითითება სავალდებულოა
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელს ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ის იქნება ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა. აღნიშნული კანონი არეგულირებს ეტიკეტზე განსათავსებელ ინფორმაციას. კერძოთ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა "გმ". კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ერტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და ბიზნეოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული "გმ" და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იგი დაჯარიმდება 10 000 ლარით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.