ნატოს სამიტი - ახალი სტრატეგიული კონცეფცია - მწვანე შუქი თურქეთისგან და ჩანაწერები საქართველოსთვის
15:09 / 04.07.2022
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 28-29 ივნისს მადრიდში NATO-ს ლიდერთა სამიტი გაიმართა, მანამდე კი ნატოში განაცხადეს, რომ ეს იქნებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი
ბოლო წლებში, მას ტრანსფორმაციული, ისტორიული უწოდეს და დაანონსდა, რომ ლიდერები შეათანხმებენ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას.
რა შედეგებით დასრულდა სამიტი, რა ნიშნავს ახალი მიდგომა, რა იყო მთავარი გამოწვევა, რას ნიშნავს ნატოს გაფართოება, რა გარანტიები მიიღო თურქეთმა ფინეთისა და შვედეთისგან, რა ჩანაწერი გაკეთდა დეკლარაციაში საქართველოს შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ევროატლანტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, - ამ თემებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, ანალიტიკოსი - ზურაბ ბატიაშვილი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ძველ სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები ასხვავებენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, საშინაოსგან. ერთმანეთს უპირისპირებენ საქორწილოსა და სამგლოვიარო სამოსელს. დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქორწილო სამოსზე ,,სამოჭყუდო მუკაქუნალზე“. როგორი ნაჭრისგან იკერებოდა,როგორი ფორმის იყო და ასევე ხაზგასმითაა აღწერილი თავსაბურავი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქორწილის დღეს.
ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ მოქალაქეებმა მეგრული ენის დღე აქციით აღნიშნეს. ადგილზე გაშლილია ბანერი წარწერით: „მიგახვამანთ მარგალურ ნინაშ დღას, ფალუა მარგალურ ნინას“
გალის რაიონში დააკავეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ავცრელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები