20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლი მიშელი აცხადებს.
დონალდ ტუსკის ინფორმაციით, მხარეები მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები იმ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც ათენს მორიგი კრედიტის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს.
BBC-ის ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები