ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული საჯარისო დანაყოფების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდება. როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებიც. "საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევა ყოვლად აღმაშფოთებელი პროვოკაციაა და საქართველოს პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამს ძალიან ღრმა შეშფოთებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ მხარდაჭერის როგორც შიდა, ისე გარე რესურსების მობილიზაცია. სწორედ ამ მიზნით, დღეს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებთან, რადგან იცით, რომ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი მოექცა საოკუპაციო ზოლს იქეთ. შეხვედრას დაესწრება ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მისივე შეფასებით, აღნიშნული ინცინდენტი არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, არამედ მას საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა შემოაქვს მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.