საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის დროს, კვერცხებისა და პამიდვრების სროლისთვის ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
დაკავებული ქალაქ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაშია, საიდანაც მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ.
გიორგი პაპუაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ სადაც გადაინაცვლებს გიორგი პაპუაშვილი, აქცია იქ გაიმართება.
დღევანდელი აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამავე თემაზე: გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს
მასალის გამოყენების პირობები