საბერძნეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად გამარჯვება კვლავ პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენების 99 პროცენტი უკვე დათვლილია.
"ბიბისი"-ის ინფორმაციით, მემარცხენე კოალიციამ, რომელსაც ექს-პრემიერი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეების ხმების 35,47% მიიღო, მეორე ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ "ახალი დემოკრატია" დაიკავა და ხმათა 28% მოიპოვა.
"სირიზამ" პარლამენტის 300 ადგილიდან, დაახლეობით 144 ადგილი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ - მხოლოდ 75.
ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთს წინ რთული გზა ელის და ფინანსური კრიზისის დასაძლევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ბოლო 6 წლის განმავლობაში საბრძნეთში ვადამდელი არჩევნები უკვე მეხუთედ ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები