ახალი ამბები
ერთი დოლარის ღირებულება 2.3882 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის შეძენა 2.3882 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4075 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი მიხედვით, ერთი ევრო 2.6841 ღირდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები