ბარსელონაში, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები, ავტონომიური ოლქის ბლოკის Junts pel Si (“ერთად “) გამარჯვებას აღნიშნავენ. ეს კენჭისყრა განიხილება, როგორც ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა.
ოლქის ხელმძღვანელი არტურ მასი პირობას იძლევა,რომ ბარსელონა მადრიდს უკვე 2017 წელს გამოეყოფა.
მასის ბლოკმა 62 მანდატი მიიღო. აბსლოუტური უმრავლესობისთვის მას 6 ხმა არ ყოფნის, თუმცა, ის იმედოვნებს, რომ ამ ხმებს თანამოაზრეებთან კავშირში, მაგალითად პარტიასთან Candidatura d’Unitat Popular (CUP) (სახალხო ერთიანობის კანდიდატურა) დააგროვებს.
მეორე ადგილზე არიან ერთიანობის მომხრეები- მემარჯვენე პარტია Ciudadanos (“მოქალაქეები”). მათ 25- მდე მანდატი აქვთ.
ესპანეთის უმსხვილესმა - სახალხო პარტიამ, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას უდგას სათავეში, კატალონიაში ხმების 9% - ზე ნაკლები მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები