აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ახალი საბავშო ბაღი, ხოლო სოფელ ონტოფოში სრულად რეაბილიტირებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა გახსნა.
ნორიოს ახალი საბავშო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა.საბავშო ბაღის მშენებლობისთვის ჯამში 163 ათასი ლარი დაიხარჯა, აქედან 40 ათასი ლარი- სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, დანარჩენი კი აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ონტოფოს საბავშო ბაღი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ ფუნქციონირებდა. წელს კი მოწესრიგდა წყლის სისტემა, გარემონტდა ყველა ოთახი და ბაღს ახალი ინვეტარი გადაეცა. სარეაბილიტაციო სამუშოები აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდა. დღეიდან ონტოფოს კეთილმოწყობილ ბაღში 22 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.
მასალის გამოყენების პირობები