კალიფორნია ამერიკის მეხუთე შტატი გახდა, რომელშიც სასიკვდილო სენით დაავადებულთათვის, ევთანაზია დაუშვეს. შესაბამისი განკარგულება ორშაბათს შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა გასცა.
ამ დოკუმენტის თანახმად, ექიმს მართლია ევთანაზიაში მონაწილეობა უშუალოდ არ შეუძლია, თუმცა სამი მიმართვის შემდეგ, მას უფლება აქვს გამოუწეროს პაციენტს, რომლესაც ნახევარი წლის სიცოცხლე დარჩენია, ძლიერმოქმედი საშუალებები, რომლებიც სიკვდილს გამოიწვევენ.
უფრო ადრე ევთანაზია ორეგონაში, ვაშინგტონში, მონტანასა და ვერმონტში დაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები