საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს. კომპანია ფედერაციაში არსებული ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის.
ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს უეფასთან და სხვადასხვა კონტრაქტორებთან. მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი გაურკვეველი და არამიზნობრივი კონტრაქტებია გაფორმებული. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობის შეჩერებაზე. "მოლოდინი იმის, რომ სიტუაცია მძიმე იქნებოდა გვქონდა და დავრწმუნდი კიდეც. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ფინანსურად თუ რა მდგომარეობაა სრულად უნდა გაირკვეს,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები