შვედეთის საიმიგრაციო სამმართველო მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების შესახებ ინფორმაციას გაასაიდუმლოებს. შესაბამისი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქვეყანაში გახსნილი მიგრანტების რამდენიმე ცენტრი გადაწვეს. ამიერიდან მსგავსი ცენტრების მისამართის მიღება შეუძლებელი იქნება. გაძლიერდება მათი დაცვაც.
გასულ კვირაში შვედეთში სკანდალი აგორდა: დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც მიგრანტთა მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, თავშესაფრების მისამართები გამოაქვეყნარაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავდასხმების წაქეზებად აღიქვა.
საიმიგრაციო სამმართველოს მონაცემებით, შვედეთს, რომლის მოსახლეობა 20 მილიონს აღწევს, 360 000 ათასი მიგრანტის მიღება შეუძლია. ეს ევროკავშირში ყველაზე დიდი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე.
მასალის გამოყენების პირობები