საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო 177 ხმით არჩეულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით.
სამინისტროს ცნობით, საბჭოს წევრთა 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი.
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მასალის გამოყენების პირობები