ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ 1979 წელს გამოცხადებული პოლიტიკის : „ ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ დასრულების შესახებ განაცხადა. ამიერიდან, ყველა წყვილს უფლება ექნება ჰყავდეს ორი შვილი.
36 წლის წინ მიღებული პოლიტიკის „ ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ ოჯახების უმრავლესობას ეხებოდა. გამონაკლისს მხოლოდ გარკვეული რეგიონებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეადგენდნენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ ეს წესი 2013 წელს შეარბილა და ოჯახს მეორე შვილის ყოლის უფლება იმ შემთხვევაში მიეცა, თუ ერთ-ერთი მშობელი, თავადაც ერთადერთი შვილი იყო.
ამჟამად, ქვეყნის მთავრობამ დაასკვნა, რომ „ერთი შვილის“ პოლიტიკამ ნაკლებად გაამართლა.
მასალის გამოყენების პირობები