პალესტინასა და ისრაელს შორის სისხლიანი ინციდენტების სერია გრძელდება. პალესტინელმა, ქალაქ ხევრონის მცხოვრებმა ქალაქ რიშონ ლე-ციონის მცხოვრები სამი ისრაელელი დანით დაჭრა. ინციდენტი მოხდა ჯამალის გამშვებ პუნქტთან, ქალაქ ჯენინშიც, რა დროსაც ისრაელელ ჯარისკაცს ორი პალესტინელი დაესხა თავს. საპასუხოდ, ერთ-ერთი მათგანი სამხედროებმა მოკლეს, მეორე კი დააპატიმრეს.
„ისრაელი, თავისი კეთილდღეობისთვის, უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ორი სახელმწიფოს თანაარსებობას ითვალისწინებს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს განუწყვეტელი ომია. მუდმივი ომის პირობებში ცხოვრება შეუძლებელია!”, - განაცხადა პერესმა
გასული თვის დასაწყისიდან ტერაქტების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 120 - დაიჭრა. ამასთან, შეტაკებების დროს, 70 - მდე პალესტინელი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები