თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის წილების დაბრუნებას ეხებოდა, დაკმაყოფილდა.
ტელეკომპანიის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
თუმცა, მოსამართლის გადაწყვტილებით, ხალვაში საავტორო უფლებებით ვერ ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები