დღესდღეობით მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანია აღრიცხული, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს. ისინი მოკლებულნი არიან ძირითად უფლებებსა და პრივილეგიებს, აღნიშნავენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატში.
ორგანიზაციის მონაცემებით, მოქალაქეობის არმქონე პირები ნებისმიერ ქვეყანაში არიან. ამის მთავარ მიზეზად ქალების, ცელკეული ეთნიკური და რელიგიური ან უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია სახელდება. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს არ შეუძლიათ მოქალაქეობის შვილებისთვის გადაცემა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატში 1954 წლის აპატრიდების (მოქალაქეობის არმქონე პირების) სტატუსის შესახებ და 1961 წლის მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ კონვენციების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამასთან , აღინიშნა, რომ გასულ წელს ორგანიზაციამ დაიწყო კამპანია რომელიც, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები