დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა (CONIFA) ფეხბურთში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება დე ფაქტო აფხაზეთს მისცა.
ჩემპიონატი სოხუმში 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
სპორტული ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრის ასტამურ ადლეიბას თქმით, ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თამაშები სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე შედგება.
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს შეიქმნა. CONIFA იმ ქვეყნებსა და ავტონომიებს აერთიანებს, რომლებიც ოფიციალურად ფიფას შემადგენლობაში არ მიიღეს. ორგანიზაციის შემადგენლობაში სულ 25 ნაკრებია.
მასალის გამოყენების პირობები