ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას ჩატარდა, ოპოზიციური პარტია „ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობა“ იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით, ხმათა 40%-ის დათვლის შემდეგ, მან 151- ადგილიან პარლამენტში 60 მანდატი მიიღო. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჯერჯერობით 5 ადგილით ნაკლები აქვს. მესამე პოზიციაზე, ადგილების რაოდენობის მიხედვით, სავრაუდოდ, პარტია „ხიდი“ გავა.
წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები, ეკონომიკა და მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი იყო.
მასალის გამოყენების პირობები