საფრანგეთის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ქალაქი რაკა დაბომბეს
„CNN“-ის ინფორმაციით, ავიადარტყმები პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიაზე საპასუხო ქმედებად შეფასდა.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოპერაციაში 10-მა გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიშის განსახორციელბლად აშშ-გან დახმარებას მოელის. ამ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსი ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები