ფოთის თეატრის თანამშრომელი ვასო ჭითანავა სამსახურებრივი მოვალეობის
დროს დაშავდა. როგორც „ათინათს“ თეატრის ხელმძღვანელმა თენგიზ ხუხუამ
განუმარტა, სასცენო ლიფტი ჩაწყდა და ჭითანავა სწორედ ამ დროს დაშავდა.
თეატრის თანამშრომელი მძიმე დაზიანებებით ზუგდიდის საავადმყოფოშია
გადაყვანილი. თეატრის დირექტორი და თანამშრომლები საავადმყოფოში
იმყოფებიან და ჭითანავას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.
მასალის გამოყენების პირობები