შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ნარკოტიკებისუკანონო ბრუნვის წინააღმდეგბრძოლის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებულისამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად
თბილისში 20 წლის მარიამ კ. და 36 წლის ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დააკავეს.
სამართალდამცველებმა მარიამ კ-ს პირადი ჩხრეკისას 195 აბი, ვასილ გ-ს
პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი 376 აბი "სუბუტექსი"
ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ ნივთიერება
ბუპრენორფინს შეიცავს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოლოგიური
შემოწმებით ვასილ გ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი
დაუდგინდათ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები