ახალი ამბები
სამეგრელოში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონი-ხობის მდინარეთაშორის მასივზე ჭალადიდის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ხორციელდება.



მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა, ლევან შონიამ დაათვალიერეს. 

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. არხების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურებსაც. 

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, თითქმის 30 წელია მელიორაციის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. ყოველი წყალდიდობის დროს არხის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს სახლები ეტბორებოდათ.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ჭალადიდის დამშრობი სისტემის სრულად აღდგენის შემდეგ, 2017 წლისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაახლოებით 2 250 ჰა მიწის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების საშუალება ექნება.

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.