ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა
გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს გუდაური–კობის მონაკვეთზე და
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 147-188 კმ.-ზე
(მულახი-უშგული მონაკვეთზე) აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები