ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც 8-9 დეკემბერს იმართება, გამყოფ
ხაზზე თავისუფალი გადაადგილების,
გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების, ბუნების დაცვისა და კულტურული
მემკვიდრეობის საკითხებს განიხილავენ.
დისკუსიებში ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით დონდუა , ხოლო ჰუმანიტარულ ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.
ციხელაშვილის განმარტებით, ცენტრალურ საკითხად დევნილების დაბურნება
რჩება.
დავით დუნდუამ კი აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება მოსკოვსა და
სოხუმს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტზე,
რომლითაც გაერთიანებული საჯარისო ფორმირება შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები