საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია ბრალს
არ აღიარებს.
დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში
განაცხადა, რომ მასზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის
მოადგილემ ზეწოლის მოხდენა სცადა.
სამუშიასთან ერთად საქმეში ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი
კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამ პირთა ორგანიზებით და
უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება
უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც
წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების
აღიარებას.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 17
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები