ზუგდიდში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
16:56 / 16.12.2015
ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა
საფეხბურთო აკადემიის მოსწავლეების მშობლებს
შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიზეზად აკადემიის შესაძლო
დახურვა იქცა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.
მშობლების განმარტებით, თბილისიდან ჩამოსულმა ფედერაციის
წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ზუგდიდში აკადემია დახურულია და
ის მხოლოდ თბილისში იფუნქციონირებს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ უეფას
მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც ზუგდიდისა და თბილისის ბავშვთა
აკადემიებს ხმარდებოდა, მხოლოდ დედაქალაქის აკადემისკენ
მიიმართება.
„ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, რომ ირჩეოდა თქვა, რომ ბავშვთა
ფეხბურთის განავითარებას მიხედავდა. ახლა კიდევ ხედავთ რა ხდება...
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აქ ეს აკადემია დაიხუროს. სად წავიყვანოო
ბავშვი, აწი რომელი სკოლა მიგვიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა
თამუნა ქავთარაძემ.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ
აკადემია წლის ბოლომდე იარსებებს, ხოლო საბოლოო პასუხს დასმულ
კითხვებზე ფედერაციის შესაბამისი სამსახურები გასცემენ.
„აკადემია აგრძელებს ფუნქციონირებას. თუ რა იქნება მომავალში ახალი
წლის შემდეგ გადაწყდება“, - განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა
გიორგი რევაზიშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციამ ზუგდიდში სამი თვის წინ, უეფას პროექტის
ფარგლებში, ბავშვთა აკადემია დაარსა. აქ დასავლეთ საქართველოს საჯარო
სკოლების მოსწავლეები ირიცხებიან.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები