თურქეთის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ანკარის
შეთანხმება დანიშნულ ვადებში ამოქმედდება.
აჰმეთ დავუთოღლუ დარწმუნებულია, რომ ამიერიდან ევროპაში მოსახვედრად
არავის მოუწევს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
500 ადმიანისგან შემდგარი არალეგალური მიგრანტების პირველი ჯგუფი 4
აპრილს თურქეთში გაემგზავრება. შეთანხმებას ამის შესახებ ანკარამ და
ბრიუსელმა 18 მარტს გამართულ საგანგებო სამიტზე მიაღწიეს.
"ბი - ბი - სი"- ს ინფორმაციით, ამის პარალელურად, სირიელი
მიგრანტების პირველი ნაკადის თურქეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში
გადანაწილება დაიწყება. მათ, სავარაუდოდ, გერმანიაში, საფრანგეთსა და
ნიდერლანდებში განათავსებენ.
მასალის გამოყენების პირობები