კამპანია „ეს შენ გეხება“ მთავარი პროკურორისგან თანამდებობის
დატოვებას მოითხოვს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღევანდელ
პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ირაკლი შოთაძის
პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ
შეძლო ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ
კადრებს ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები